ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში აქციაა. მოსახლეობა სოფელში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემას აპროტესტებს. ადგილობრივებს ცენტრალური მაგისტრალი აქვთ გადაკეტილი. მათ უკმაყოფილებას ენერგო პრო ჯორჯიას დამოკიდებულება იწვევს.
"მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია აქ ვარ, ელექტროენერგია კვირაში 2-ჯერ მოგვეწოდება, ისიც გარკვეული საათებით. ბავშვებიანი ოჯახები ვართ, გათბობაც დენზე გვაქვს, აქედან გამომდინარე, გვიწევს სიცივეში ყოფნა. ვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს ეს ელექტროენერგია და მოგვეწოდებოდეს ნორმალურად, როგორც სხვა სოფელშია", - ამბობს ადგილობრივი ფორმულასთან.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ მათთან დასახმარებლად არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან მისულა ვინმე.
"გვინდა, რომ გვქონდეს დენი, არ გვაქვს... ამას წინათ მოვიდა მაღალი ძაბვა და მეზობლებს დაეწვათ ტელევიზორი, მაცივარი, ვინ აანაზღაურებს იმას... არავინ არ იყო, ხომ გადაეწვათ, მაგრამ არავინ იყო", - ამბობს ის.