logo
ENG



აქცია პარლამენტთან გრძელდება - მოქალაქეები დაშლას არ აპირებენ

26 ნოე 201908:14
3 წუთის საკითხავი
 
rep5a5swd8outxf.png

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება. "ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. კერძოდ, მამაკაცი წყლის ჭავლის მანქანის გამოყენების დროს, დასველდა, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ჯგუფი სავარაუდოდ საავადმყოფოში გადაიყვანს. 

გარდა ამისა, ადგილზე რჩებიან პოლიტიკოსებიც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია ბარამიძის განცხადებით, აქცია გაგრძელდება, იქამდე, სანამ მოსახლეობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

"როდესაც ვეკითხებოდით რატომ აკეთებთ ამას, თქვენო ქუჩა გაქვთო გადაკეტილი მაგას გვეუბნებოდნენ. ის რაც მოხდა, ეს არის ივანიშვილის დიდი მარცხი. მას ტვინის უჯრედებიც არ უმუშავებს, რადგან ჰგონია, რომ დღეს გაიმარჯვა, მაგრამ ის რეალურად დამარცხდა. ძალა რობოკოპებში არ არის. აქცია გაგრძელდება, სანამ ხალხის გამარჯვება ამ უტიფარ რეჟიმზე არ გაფორმდება“, - განაცხადა გია ბარამიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, პარლამენტის პიკეტირება მიუხედავად შექმნილი ვითარებისა გაგრძელდება. 

"ისი რაზე მიდიან ეს არ არის საინტერესო. ამოეფარებიან სპეცრაზმს. ფაქტია, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად ზიანდება. როდესაც გჭირდება სამსახურში შესასვლელად სპეცრაზმი, უკვე დამთარებული ხარ. როდესც სპეცრაზმი ტროტუარზე მდგომ ხალხს წევს ქვემოთ, ესეიგი ხელისუფლება აღარ ხარ. გავაგრძელებთ პროტესტს, გაგრძელდება მათთვის დისკომფორტის შექმნა“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

 


close დახურვა