ქვემო ფონიჭალაში, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა აქციას მართავენ. ბაჩალიაშვილს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.
ოჯახის წევრები გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ.
აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც, „ფორმულას“ ინფორმაციით დაკავებულია ორი პირი.
რაც შეეხება ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს, აქციაზე ბაჩალიაშვილის დედა შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მას საწრაფო დახმარება დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალაშვილს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ამ ეტაპზე ერთდროულად თეთრიწყაროს ორ სოფელში მიმდინარეობს. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.