logo
ENG



აქციაზე დაკავების შემთხვევაში, არასამთავრობოები მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

08 აპრ 202415:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/08/wr99aup92guh8aa.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს აქციაზე დაკავების შემთხვევაში უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ.

"იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავეს აქციაზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დამხარება. დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ოცნება აპირებს, რომ რუსული კანონი დღეს დაარეგისტრიროს. 

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

 


close დახურვა