logo
ENG



აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

17 მარ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე საათის დაგვიანებით დაწყებული პროცესი სასამართლოში ახლაც გრძელდება, განიხილება 7-9 მარტის აქციაზე დაკავებულების საქმე. დაახლოებით ოც პირს, რომლის დევნაზეც დღეს სასამართლო მსჯელობს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.  მანამდე "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 16 წლის აქტივისტის პროცესი გადაიდო. სასამართლო სხდომაზე აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს თავად არ ჰქონდათ გავლილი სწავლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, ამიტომ დაცვის მხარემ საქმიდან მათი ჩამოშორების შუამდგომლობა დააყენა.


close დახურვა