logo
ENG



აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

03 მარ 202300:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/03/36rp5f2pusf2oyg.jpg

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები: პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ზურა ვარდიაშვილის თქმით, ისინი პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ, როცა პოლიციელებს დაურეკეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტები უნდა გაეთავისუფლებინათ. მისი ცნობით, 25-30 ადამიანი კვლავ დაკავებული ჰყავთ და ამ შენობაში მეტი დაკავებული მოჰყავთ.

ვარდიაშვილის თქმით, ის პარლამენტთან მუშაობდა როცა მოულოდნელად, უსაფუძვლოდ დააკავეს.

 


close დახურვა