logo
ENG



აქციაზე მე-4 დაკავებული მუსიკოსი დიმიტრი შუბითიძეა

09 ნოე 202023:18
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/kaqwilh8pp50821.png

პარლამენტთან მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციაზე დაკავებული მე-4 პირი მუსიკოსი დიმიტრი შუბითიძეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა დედამ განუცხადა.

დანარჩენი სამი პირი კი მოძრაობა სირცხვილიას წევრები არიან. 

შსს-ში აცხადებენ, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკაავეს.

აქციაზე დაპირისპირება დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. აქტივისტებს პარლამენტთან გასათბობად შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, შემდეგ კი სირცხვილიას სამი აქტივისტი დააკავა. 

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.


close დახურვა