ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, თბილისში მიმდინარე აქციების გამოხმაურების ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ უკვე მესამედ ხდება არაპროპორციული ძალის გამოყენება.
როგორც ნანუაშვილი აღნიშნავს, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან.
„მესამედ ხდება არაპროპორციული ძალის გამოყენება სამართალდამცველთა მხრიდან, კანონის უხეში დარღვევით. სწორედ ამას მივყევართ ათობით ადამიანის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების შედეგამდე. ეს ცალკე დანაშაულია, რაზეც გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს და ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა“, - აცხადებს ნანუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას და მოუწოდებს მხარეებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი დეესკალაცია.