logo
ENG



აქციის დაშლის დროს გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა და თავში ჩაარტყა

29 ნოე 202405:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/he9b8ppee61qtx5.jpg

აქციის დაშლის დროს ფორმულას ჟურნალისტ გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა და თავში ჩაარტყა. 

სპეცრაზმელი, რომელიც ჯერ წაქცეულ მოქალაქეს ურტყამდა ფეხს, შემდეგ გურამ როგავასკენ გაიქცა და გამიზნულად თავში ჩაარტყა. ეს სხვადასხვა რაკურსით გადაღებული კადრებიდან უტყუარად დგინდება.

გურამ როგავამ დაზიანება თავის არეში მიიღო. მას კლინიკაში გამოკლვევები უტარდება.

რუსთაველის გამზირზე მყოფ შავებში ჩაცმულ პირებს, რომლებიც აქციას არბევენ და მოქალაქეებს დასდევენ, არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, გაურკვეველია, რომელი უწყებიდან არიან ან რომელ სამსახურს წარმოადგენენ.

გურამ როგავა ბოლო რამდენიმე საათი რუსთაველის გამზირზე აქციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აშუქებდა.

აქციის დარბევის მორიგი ტალღის დროს შსს-მ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი, ამასთან, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს. კადრებში ჩანს, გდდ-ს თანამშრომლები დაკავებისას მოქალაქეებს მიათრევენ.

 


close დახურვა