logo
ENG



აქციის მონაწილე სპეცრაზმელებზე: ეს ადამიანები არიან იდეოლოგიზებულები

16 მაი 202423:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/drqthjbnigk2bef.jpg

სისტემა აქვთ აწყობილი. წინა ხაზში პოლიციელები დგანან ხოლმე, ძირითადად. ეს პოლიციელები გავარდება ხალხში, იწვევენ პროვოკაციებს, მერე ერთ ადამიანს ირჩევენ და ამ ერთ ადამიანს აგდებენ შიგნით. შემდეგ ეს ადამიანი გადაჰყავთ სპეცრაზმთან, რომელიც მთავარ ცემას, შეურაცხყოფას და წამებას ეს შვება. [...] ჩემს შემთხვევაში, მე ვიყავი, კიდევ ორი ქართველი და ერთი ამერიკელი. ჩვენ დაგვაგდეს გორაზე და რიგრიგობით ჯერ გვირტყეს ზემოდა, მერე ფეხებით გადაგვიარეს და მხოლოდ მერე დაკავების პროცესი დაიწყო ეტყობა, შეგვიკრეს პლასტმასის ხელბორკილებით, მომატრიალეს მუცელზე და კიდევ გადაიარეს ჩემზე.

მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს ძალადობა არის, რომ ვიღაცები დაიქირავეს, ხელფასს უხდიან, სამსახურია დაა ამ სამსახურში ხალხს აერია და ზედმეტი მოუვიდა ან რაღაცა. ამ ცემის პერიოდში ვინც ამას შვრებოდა და ხმას იღებდა, ამბობდა, რომ ჩვენ ვართ ამერიკის "შნირები", თან ამერიკის მოქალაქესაც ამას ეუბნებოდნენ, ვართ პედერასტი, უკაცრავად ამ სიტყვის გამოყენებისთვის, და ნარკომომხმარებელი. ეს ადამიანები იმიტომ კი არ სცემენ რომ ფულს უხდიან, არამედ სჯერათ, რომ ჩვენ დასასჯელები ვართ. ეს ადამიანები არიან იდეოლოგიზებულები.


close დახურვა