აქციის მონაწილეები, შს სამინსიტროს მიერ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე, ფილმის ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ.
ამის შესახებ კინოთეატრ "ამირანთან" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მან შს სამინისტროს მოუწოდა, დროულად გააკეთონ განცხადება მათი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება რვის ნახევარზე დაიწყება. კინოთეატრებთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეები გაურკვეველ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ისვრიან.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე შესწავლა დაიწყო.
კერძოდ, დეპუტატი ამბობს, რომ ფილმი შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტს, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არის გამომრიცხავი გარემოება ასეთი ფილმის კინოჩვენებაში და კინოგაქირავებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით.