ოცნების ანტიევროპული გადაწყვეტილების პროტესტი გრძელდება - პარლამენტის წინ მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს.
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირის სრულად გადაკეტვა შეძლეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ამასთან, IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამაც რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა.
პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციებს ამ წუთებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მართავენ, მათ შორის სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები - ისინი საბოლოდ სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.