logo
ENG



აქციის ძალადობრივი დაშლის გამო კობახიძე შსს-ს კვლავ მადლობას უხდის

30 ნოე 202413:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/30/brxpla5rqgawk44.jpg

ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოძალადე პოლიციელებსა და შს მინისტრს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. 

ბრიფინგის დასაწყისში მან კვლავ ანტიდასავლური, პროპაგანდისტული განცხადებები გააკეთა. 

კობახიძე მშვიდობიან აქციებთან დაკავშირებით კვლავ დეზინფორმაციას ავრცელებს და ევროპელ პოლიტიკოსებს პოლარიზაციის გაღვივებაში ადანაშაულებს. იგი გუშინდელ მშვიდობიან აქციას "ძალადობრივს" უწოდებს და პასუხისმგებლობას ევროპელ პოლიტიკოსებს და პროევროპულ ოპოზიციას აკისრებს.

"მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა გუშინდელ მიტინგი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო", - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა