logo
ENG



აღარ დასრულდა ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება - პრეზიდენტი ფეხბურთელის ოჯახს უსამძიმრებს

22 ივნ 202021:02
3 წუთის საკითხავი
 
8sbpr2ob27d1o6t.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაღუპვას ეხმაურება.

პრეზიდენტი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილის 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა 18 ივნისს საგურამოში, ერთ-ერთი მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ახლობლები აცხადებენ, შაქარაშვილი კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებდა. მისი კვალი მდინარე არაგვთან გაქრა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 70 მაშველი და 7 ნავი მონაწილეობდა.


close დახურვა