შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ცივი იარაღით ორ პირს სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.