logo
ENG



აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დასახმარებლად კიდევ 3 ქვეყანა ერთიანდება

09 აპრ 202010:39
3 წუთის საკითხავი
 

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დასახმარებლად უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთიც ერთიანდებიან.

ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, შეიქმნა "აღმოსავლეთის სოლიდარობის პროგრამა", რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება.

პროგრამის ფარგლებში 6 ქვეყნისთვის საერთო ჯამში 250 ათასი ევრო უკვე გამოყო. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ თანხა მოქალაქეების დაუცველი ჯგუფების გაძლიერებას მოხმარდება. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული პრინციპების და კანონის უზენაესობის მნიშვნელობა. მინისტრებმა ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ  გამოხატეს მხარდაჭერა  


close დახურვა