აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსული ნავთობკომპანია Lukoil აცხადებს, რომ საერთაშორისო აქტივების გაყიდვას იწყებს.
"კომპანიისა და შვილობილი საწარმოების მიმართ რიგი სახელმწიფოების მიერ შეზღუდვითი ზომების შემოღების გამო კომპანია აცხადებს, გაყიდოს თავისი საერთაშორისო აქტივები. პოტენციური მყიდველებისგან განაცხადების განხილვა დაწყებულია", - აცხადებს კომპანია.
კომპანია აცხადებს, რომ აქტივებს საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ლიცენზიის შესაბამისად ყიდის.
აშშ-მა 23 ოქტომბერს ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია - როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცირა.
გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები დაუწესა როსნეფტისა და ლუკოილის 34 შვილობილ კომპანიას.
სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, ახალი სანქციები რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასასრულებლად "სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია".
მანამდე, როსნეფტსა და ლუკოილს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც დაუწესა სანქციები.
დიდმა ბრიტანეთმა განმარტა, რომ "ორივე კომპანია მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას, რადგან საქმიანობენ სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან სექტორში".
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, როსნეფტი და ლუკოილი ევროკავშირის შავ სიაშიც მოხვდნენ.
