logo
ENG



აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართოს

14 აპრ 202612:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/14/ne1j0ve2wx55pqs.png

Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა წყაროებზე და პაკისტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელბს. 

წყაროს, ცნობით შესაძლოა, აშშ-ისა და ირანის დელეგაციები პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მიმდინარე კვირაში დაბრუნდნენ.

პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ქვეყნის მთავრობა აშშ-ისა და ირანის დელეგაციებთან კონტაქტს ინარჩუნებს და მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიმართება.


close დახურვა