აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებული პირები, მოლდოვაში საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ, რათა ხელისუფლების წინააღმდეგ ყალბი აჯანყება გააღვივონ, რომლის საბოლოო მიზანი პრორუსული ხელისუფლების დასმა იქნება. ამის შესახებ პარასკევს თეთრ სახლში განაცხადეს.
ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთი მოლდოვის ხელისუფლების შესუსტებაზე მუშაობს, რომელიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.
აშშ ასევე ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული აქტორები შესაძლოა ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებს ამზადებენ. ბოლო რამდენიმე კვირაში კიშინიოვში ანტი-სამთავრობო აქციები გაიმართა, რომელსაც პრორუსული პარტია შორი ატარებს.
ბაიდენის ადმინისტრაციაში, ასევე, მიაჩნიათ, რომ მოსკოვი ცდილობს, მოლდოვის სტაბილურობის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელოს. ერთ-ერთი მაგალითია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, თითქოს უკრაინა დნესტრისპირეთში აპირებდა შეჭრას.
მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ გასულ თვეს საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი დივერსანტების მეშვეობით აქციების სერიას გეგმავდა.
ბაიდენის ადმინისტრაცია მოლდოვას უშუალო სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. მაგრამ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის აქტივობას მოლდოვაში.