ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი უკრაინაში ჩავიდა, რათა ომის დანაშაულებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების, დაპატიმრებისა და გასამართლების საკითხები განიხილოს.
იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის გენპროკურორი უკრაინელ კოლეგას, ირინა ვენედიქტოვას შეხვდა.
"აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მიჰყვება პასუხისმგებლობის ყველა გზას მათთვის, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულები უკრაინაში. ჩვენს შიდა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იუსტიციის დეპარტამენტი დაუნდობელი იქნება ყველა ძალისხმევით პასუხისმგებლობის დაკისრებაში იმ პირებისთვის, ვინც თანამონაწილეა უკრაინაში არაპროვოცირებული კონფლიქტის დროს ომის დანაშაულების, წამებისა და სხვა მძიმე დარღვევების ჩადენაში", - თქვა აშშ-ის გენპროკურორმა.