ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულ ქალებს აცრისკენ მოუწოდებს.
კვლევებით დადასტურდა, რომ ფეხმძიმობის 20 კვირამდე აცრის შემთხვევაში მუცლის მოშლის რისკი არ არსებობს.
ადრეულმა კვლევებმა აჩვენა ანალოგიური შედეგები ორსულობის გვიან პერიოდზეც - აცრა უსაფრთხოა.
ამ დრომდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო ორსულების აცრა. კვლევებმა მათი ეს მიდგომა კიდევ უფრო გაამყარა.
ახლა CDC სრულად ეთანხმება მეან-გინეკოლოგების ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციებს, რომლებიც ორსულ ქალებს აცრისკენ მკაცრად მოუწოდებენ.