ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, საარტილერიო ჭურვებს ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს. ცნობას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. მანამდე დაზვერვა აცხადებდა, რომ რუსეთი ირანული დრონების გამოყენებას იწყებდა.
ამერიკელი მაღალჩინოსანი New York Times-ის ინფორმაციას ადასტურებენ.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია", - განაცხადა მაღალჩინოსანმა ელექტრონული ფოსტით.
ოფიციალური პირის თქმით, შესყიდვები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაში მიწოდების დეფიციტს განიცდის, რაც ძირითადად სანქციებით არის გამოწვეული.
"ჩვენ ველით, რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა დამატებით ჩრდილო კორეული სამხედრო ტექნიკა შეიძინოს", - თქვა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.
როგორც New York Times წერს, დაზვერვა არ აღნიშნავს, რა სახის იარაღი შეიძინა რუსეთმა იმის გარდა, რომ ეს საარტილერიო ჭურვები და რაკეტები იყო.