logo
ENG



აშშ-ის დაზვერვა: უკრაინას წინსვლისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიღება სჭირდება

24 იან 202315:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/24/2d0dva09x7u9wt5.jpg

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ავრილ ჰაინსის განცხადებით, უკრაინას გამარჯვებისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიღება სჭირდება.

"ეს არ არის ჩიხი. სინამდვილეში, ეს არის მკვეთრი კონფლიქტი, სადაც ფაქტობრივად, ყოველ ას მეტრში არის ბრძოლა ფრონტის ხაზზე. უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიღება წინსვლისთვის, რათა გააგრძელონ ის, რასაც აკეთებენ გმირულად", - თქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, აშშ-მა უკრაინას მილიარდობით დოლარის იარაღი მიაწოდა.

ამავდროულად, აშშ-ის კონგრესმა მოუწოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, სასწრაფოდ გადასცეს უკრაინას ოკუპანტების დასამარცხებლად საჭირო იარაღის სისტემები.


close დახურვა