logo
ENG



აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს

12 მარ 202409:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/12/e2apmnlamixqlah.jpg

აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშის თანახმად, ჩინეთი რუსეთს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში დახმარებას უწევს. ასევე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის წლევანდელ არჩევნებზე ზეგავლენის მიზნით ჩინეთმა შესაძლოა ტექნოლოგიები გამოიყენოს:

"[ჩინეთი] შეიძლება ეცადოს გარკვეულ დონეზე გავლენა იქონიოს 2024 წელა აშშ-ის არჩევნებზე მისი სურვილის გამო გვერდზე გადაწიოს ჩინეთის კრიტიკოსები და გაზარდოს განხეთქილება აშშ-ის საზოგადოებაში".

სენატის კომიტეტში გამოსვლის დროს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა მოუწოდა კანონმდებლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარი დაუჭირონ. მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეუძლია უკრაინის ვაშინგტონის მეტი დახმარების გარეშე იმ ტერიტორიების შეკავება, რომლებიც მან რუსეთისგან დაიბრუნა.

"ამბიციური, მაგრამ შეშფოთებული ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას", - წერია 2024 წლის საფრთხის ყოველწლიურ შეფასებაში.


close დახურვა