logo
ENG



აშშ-ის დაზვერვის სააგენტო: რუსეთი ტრამპის მე-2 ვადით გასამარჯვებლად არჩევნებში კვლავ ერევა

21 თებ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი დონალდ ტრამპის მეორე ვადით გასამარჯვებლად არჩევნებში კვლავ ერევა, - ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოებმა კონგრესმენებს აცნობეს.

"ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, დახურული შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში 13 თებერვალს გაიმართა. ამ შეხვედრას დაემთხვა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის ჯოზეფ მაგუაიერის თანამდებობიდან გადაყენება. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მიიღო და მაგუაიერის შემცვლელიც დაასახელა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებების მიზეზი კონგრესში სააგენტოს წარმომადგენლების საიდუმლო ბრიფინგი გახდა. 

 


close დახურვა