logo
ENG



აშშ-ის ელჩი: რუსეთისგან ნორმალიზების გზა ფრენების აღდგენა იქნებოდა, ამაზე ლაპარაკის ნაცვლად

21 აგვ 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მოსკოვისგან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მიმართული ნაბიჯი ფრენებზე აკრძალვის მოხსნა იქნებოდა, ამაზე საუბრის ნაცვლად:

"ცხადია, ურთიერთობის ნორმალიზების საუკეთესო გზა რუსეთის მხრიდან ფრენებზე აკრძალვის მოხსნა იქნებოდა, ამის ლოდინის ან ამაზე ლაპარაკის ნაცვლად. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნებოდა საქართველოსთვის იმის დაჯერება, რომ რუსეთი სერიოზულადაა განწყობილი იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ამბობს" - ასე უპასუხა ელჩმა ჟურნალისტის შეკითხვას ლავროვის განცხადებისა და იმის თაობაზე, თუ "როგორ უყურებს ელჩი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

"მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებს. რა თქმა უნდა, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა. 

close დახურვა