logo
ENG



აშშ-ის ელჩი უკრაინაში: კრემლის მიერ ხალხის სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს

22 ოქტ 202312:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/74hl9mkpx4tjmwg.jpg

აშშ-ის ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკი რუსული ძალების მიერ ხარკივზე სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, კრემლის მიერ ხალხის სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს.

"კიდევ ერთხელ, უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი კადრები - ხარკივში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმისას 6 ადამიანი დაიღუპა, სხვები კი მძიმედ დაშავდნენ. კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს. შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს", - წერს Twitter-ზე აშშ-ის ელჩი უკრაინაში.

გუშინ რუსი ოკუპანტები ხარკივს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსებმა რაკეტა ახალი ფოსტის ტერმინალს ესროლეს. ამასთან, ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაშავებულების ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.


close დახურვა