logo
ENG



აშშ-ის ელჩი ჩინეთში: იმედი მაქვს, ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი

07 ივნ 202320:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/g30e366fuw1if5a.jpg

აშშ-ის ელჩი ჩინეთში, ნიკოლას ბერნსი იმედოვნებს, რომ ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, შეწყვიტოს ომი.

"ვიმედოვნებ, რომ ჩინეთი სწორ არჩევანს გააკეთებს და დაარწმუნებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაიყვანოს თავისი ჯარები და აღადგინოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - თქვა აშშ-ის ელჩმა ჩინეთში.

ბერნსი ამბობს, რომ მსოფლიო ჩინეთისგან მსგავს ქმედებას ელის, თუმცა მისი თქმით, ზუსტად იმის პროგნოზირება შეუძლებელია, თუ რას გააკეთებს ჩინეთის მთავრობა.

მარტში ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი მოსკოვში იმყოფებოდა. სი ძინპინი რუსეთის დედაქალაქში სამდღიანი ვიზიტით იყო ჩასული. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერთან უფრო მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობაზე ვერ შეთანხმდა.


close დახურვა