logo
ENG



აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

07 მარ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულა ნიუსის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დიპლომატები ოპოზიციონერ ლიდერებს ინდივიდუალურად ხვდებიან.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. საუბარი, სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემას შეეხება. 

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ოპოზიცია ამერიკის ელჩს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ აწვდის ინფორმაციას. 

შეხვედრის შემდეგ დიპლომატები, სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. 

 

 


close დახურვა