აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რამსფელდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ დონალდ რამსფელდის, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწისა და ერთგული მეუღლის, მამისა და ბაბუის გარდაცვალების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
რამსფელდს თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორჯერ ეკავა, თავდაპირველად 1975-1977 წლებში, შემდეგ კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს 2001-2006 წლებში მსახურობდა.