logo
ENG



აშშ-ის თქმით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს ფარულად აწვდის

02 ნოე 202219:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/02/u4yg1bcmxieutuv.jpg

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს ფარულად აწვდის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა ამის დაფარვას ცდილობს და ტვირთს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის გავლით გზავნის.

"არსებობს ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კორეა ფარულად აწვდის ტვირთს და ვაკვირდებით იმას, ეს ტვირთი მიიღეს თუ არა. ეს უმნიშვნელო რაოდენობის ჭურვები არ არის, თუმცა არ გვჯერა, რომ ისინი ომის იმპულსს შეცვლიან", - თქვა მან.

ჩრდილოეთ კორეამ სექტემბერში განაცხადა, რომ იარაღებითა ან საბრძოლო მასალით რუსეთს არ ამარაგებს და არც მომავალში აპირებს - პარალელურად, აშშ გააფრთხილა, რომ შეწყვიტოს ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ქვეყნის იმიჯის შელახვას ემსახურება.

მიუხედავად ამის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც პუტინის ომს მხარს უჭერს - ქვეყანამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმებიც აღიარა. ივლისში უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც გაწყვიტა.


close დახურვა