logo
ENG



აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

09 ნოე 202400:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/09/hw934iwxfqkci6y.gif

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის ახლახან არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა.

"იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, მკვლელობას", – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში ფიგურირებდნენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე, 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც 7 ნომებერს დააკავეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ ამის უკან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დგას.

 

 

 

 


close დახურვა