logo
ENG



აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს ეწვია

06 სექ 202109:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). ისინი, ასევე, წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს. 

"საქართველო აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაა და ამას ძალიან ვაფასებ. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - ამბობს კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი.

მათი ვიზიტი 9  სექტემბრამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვდებიან ირაკლი ღარიბაშვილს, დავით ზალკალიანს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და ნათია თურნავას. შეხვედრა ასევე გაიმართება საქართველოს პარლამენტში. კონგრესმენები საოკუპაციო ხაზსაც ეწვევიან.

სამინისტრის ინფორმაციით, ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.


close დახურვა