logo
ENG



აშშ-ის მისია ნატო-ში: მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ

31 ოქტ 202009:15
3 წუთის საკითხავი
clock 289
4hzx172bl7qrcuc.jpeg

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მისია საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და შესაბამის განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოში ამ შაბათ-კვირას არჩევნებია, ჩვენ მოვუწოდებთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ.

დემოკრატიული ღირებულებები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატო-ში საქართველოს მომავალი წევრობის საფუძველია“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.

 


close დახურვა