აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად, რუმინეთსა და სლოვაკეთში გაემგზავრება.
თეთრი სახლის ცნობით, ჯილ ბაიდენი ორივე ქვეყნის - რუმინეთისა და სლოვაკეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.
ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტი მიმდინარე კვირაში შედგება. ჯილ ბაიდენი ხუთშაბათს რუმინეთში გაემგზავრება, პარასკევს საავიაციო ბაზას ესტუმრება, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება, შაბათს კი ბუქარესტში გაემგზავრება, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირებსა და ლტოლვილებს შეხვდება.
ბუქარესტში ვიზიტის დასრულების შემდეგ, პირველი ლედი სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც ომის დაწყებიდან 250 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი. ჯილ ბაიდენი მოგზაურობას ორშაბათს, 9 მაისს, სლოვაკეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრით დაასრულებს.