logo
ENG



აშშ-ის საელჩო: საქართველოსთან ერთად ვდგავართ მშვიდობისთვის, დამოუკიდებლობისთვის

07 აგვ 202311:49
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის საელჩო: საქართველოსთან ერთად ვდგავართ მშვიდობისთვის, დამოუკიდებლობისთვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას განცხადებით ეხმაურება. საელჩოს თქმით, საქართველო და აშშ ერთად დგას მშვიდობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

"რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს.

პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს.

შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია", - წერია საელჩოს განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 


close დახურვა