ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლობა არსებულ კრიზისს საარჩევნო და სასამართლო სისტემის პრობლემებს უკავშირებს.
საელჩო მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.