logo
ENG



აშშ-ის საელჩო გაფრინდაშვილზე: ვუერთდებით ყოველი ქართველის სიხარულს

28 დეკ 201916:13
3 წუთის საკითხავი
 
z2tacxz8k807fyk.jpg

აშშ-ოს საელჩო საქართველოში ექიმი გაფრინდაშვილის გათავისუფლებას Fecabook-ზე ეხმაურება. პოსტში, ასევე, არის მოწოდება ადმინისტრაციული გამყოფი პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით. საელჩოს წერილს უცვლელად გთავაზობთ:  

"მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას", - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა 9 ნოემბერს, ე.წ საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის დღეს, 28 დეკემბერს გათავისუფლდა.  


close დახურვა