logo
ENG



აშშ-ის საელჩო რუსეთში მოქალაქეებს აფრთხილებს თავშეყრის ადგილებში თავდასხმის საფრთხეზე

21 თებ 202210:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/21/g68n2gcurl34xcv.jpg

აშშ-ის საელჩო რუსეთში აშშ-ს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავშეყრის ადგილებზე თავდასხმის საშიშროება არსებობს.

"მედია საშუალებების თანახმად, არის თავდასხმის საშიშროება სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზის და მეტროს სადგურებზე და სხვა თავშეყრის ადგილებზე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, ისევე როგორც მომატებული დაძაბულობის სივრცეებზე რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასვწრივ." - წერია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ს საელჩო რუსეთში თავის მოქალაქეებს ურჩევს:

  • შეამოწმონ უცხოური და ადგილობრივი მედია;
  • მოერიდონ ბრბოებს;
  • შეატყობინონ ოჯახს და მეგობრებს თავიანთ უსაფრთხოებაზე;
  • იცოდნენ რა ხდება მათ შემოგარენში;
  • ფრთხილად იყონ ისეთ ადგილებში, სადაც ხშირად მიდიან ტურისტები და დასავლელები;
  • გადახედონ თავიანთი პირადი უსაფრთხოების გეგმას;
  • თან ატარონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, აშშ-ის პასპორტი და მოქმედი რუსეთის ვიზა;
  • იქონიონ ისეთი ევაკუაციის გეგმა, რომელიც აშშ-ის მთავრობაზე არაა დამოკიდებული;

აშშ-ის საელჩოს გვერდზე მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც.

 

close დახურვა