logo
ENG



აშშ-ის სამხედროებმა სპეცოპერაციის დროს ISIS-ის ლიდერი მოკლეს

03 თებ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს (ISIS-ის) ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ქაშიმი ალ-ყურაიში მოკლეს. 

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, ISIS-ის ლიდერის ლიკვიდაცია ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, სპეცოპერაციის დროს მოხდა. 

"წუხელ, ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ ექციათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ ბრძოლის ველიდან გავუშვით აბუ იბრაჰიმ ალ-ქაშიმი ალ-ყურაიში - ISIS-ის ლიდერი. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ჯარები", - წერია ბაიდენის განცხადებაში. 


close დახურვა