logo
ENG



აშშ-ის სანქციების შემედგ ჩინური ქარხნები რუსული ნავთობის მიღებას ამცირებენ

03 ნოე 202519:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/03/shxzym16kkhnimi.jpeg

მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობის წამყვანი მწარმოებლები და მისი ზოგიერთი მომხმარებელი შავ სიაში შეიყვანეს, ჩინურმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეამცირეს.

კერძოდ, Bloomberg წერს, რომ ჩინურმა სახელმწიფო გიგანტებმა, როგორიცაა Sinopec და PetroChina Co., გასულ თვეში "რუსნეფტისა" და "ლუკოილისთვის" აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, გააუქმეს რუსული ნავთობის ნაწილის მიღება.

გამოცემის ცნობითვე, შედარებით მცირე ზომის ჩინური კერძო გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე თავს იკავებენ რუსული ნავთობის მიღებისაგან, რადგანაც ეშინიათ handong Yulong Petrochemical Co.-ს მსგავსი სასჯელების მიღების, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანეს.

საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy AS ვარაუდობს, ჩინური ქარხნების გაფიცვამ გავლენა იქონია, დაახლოებით, 400,000 ბარელზე დღეში - რაც ჩინეთში რუსეთიდან ნავთობის მთლიანი იმპორტის 45%-მდე შეადგენს.


close დახურვა