logo
ENG



აშშ-ის სახაზინო მდივანი კიევში ჩავიდა

27 თებ 202322:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/lk5bxzwjbtphjxf.png

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია.

ვიზიტის მიზანი აშშ-ის მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება და მისი ეკონომიკურად დახმარებაა.

ელენი შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებს.

"ამერიკა იდგება უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება"- თქვა იელინმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა იელინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, 2023 წლის სექტემბრისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყოს უკრაინის საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად.


close დახურვა