logo
ENG



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლომჯარიას და მის გუნდს უფლებათა დამცველის ჯილდო გადასცა

01 თებ 202323:49
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლომჯარიას და მის გუნდს უფლებათა დამცველის ჯილდო გადასცა

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდოს გამარჯვებულები დაასახელა - მათ შორის მოხვდნენ ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და მისი გუნდი.

"ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი 2017-დან 2022 წლამდე იყო. მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ომბუდსმენის ოფისი ფართოდ მიიჩნეოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ნინო და მისი გუნდი მხარს უჭერდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას ყველასთვის, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. მათ ყოველმხრივ შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა.

ომბუდსმენის ოფისი თავისი მუშაობით, რომლის ფარგლებშიც იბრძოდნენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ და იცავდნენ ბავშვების, შშმ პირების, პატიმრების, ლგბტქ+ ადამიანებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებებს, პოლიტიკური მიკერძოებულების გარეშე, ეცადა აეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც თავისი მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეესაბამება", - წერია განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბერში ამოეწურა. ამ პერიოდის განმავლობაში ის არაერთხელ გახდა მმართველი პარტიის მხრიდან თავდასხმის სამიზნე - ქართული ოცნების წევრები მას "ნაცმოძრაობის ომბუდსმენს" უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის "შერჩევითი სახალხო დამცველი" იყო.


close დახურვა