logo
ENG



აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტი: რუსეთის მიერ მეზობელი ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს

07 აგვ 202215:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/07/4hoo5yyhk4w1pf5.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავზე საქართველოსადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

კომიტეტის თქმით, 14 წლის წინ საქართველოში რუსეთის შეჭრა უკანონო, აგრესიული ქმედება იყო. 

აშშ-ის სენატი აცხადებს, რომ რუსეთმა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს.

„14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო საქართველოში შეჭრა, უკანონო აგრესიული ქმედება სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ ხელახლა გამოვხატავთ საქართველოსადმი ჩვენს მხარდაჭერას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია. რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს. არა ოკუპაციას“ - აცხადებს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 


close დახურვა