შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარებას გულისხმობს.
"რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აქტიურ გენოციდს, მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები. ასევე, მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში", - თქვა რეზოლუციის ავტორმა, სენატორმა ჯიმ რიშმა.
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, NATO-სა და ევროკავშირს, მხარი დაუჭირონ უკრაინის მთავრობას, აღკვეთოს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის გენოციდის შემდგომი ქმედებები.
დოკუმენტი ასევე მხარს უჭერს ტრიბუნალებს და საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიებებს, რათა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აგრესიულ ომზე, ომის დანაშაულებზე, გენოციდზე, პასუხისგებაში მიეცენ.