logo
ENG



აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს

16 მარ 202209:20
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც გმობს  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს.

პროექტი რესპუბლიკელმა სენატორმა ლიდსი გრეჰემმა წარადგინა.

რეზოლუცია მოუწოდებს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და მსოფლიოს ქვეყნებს, გამოიძიონ ვლადიმერ პუტინის, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და სამხედრო მეთაურობის სავარაუდო დანაშაულები.

სენატში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი სისასტიკისთვის.

"ამ პალატაში ჩვენ, ყველა - დემოკრატები და რესპუბლიკელები, ერთად ვაცხადებთ, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის", - განაცხადა სენატის უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა ჩაკ შუმერმა სენატის სხდომაზე კენჭისყრის წინ.


close დახურვა