შეერთებული შტატების სენატმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 1915-23 წლებში მილიონნახევარი სომეხის მკვლელობა გენოციდია. სენატის გადაწყვეტილებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გადაწყვეტილებას თამამი უწოდა. რეზოლუცია დაგმო ოფიციალურმა ანკარამ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების სენატის გადაწყვეტილება დაგმეს.