logo
ENG



აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

19 სექ 202010:42
3 წუთის საკითხავი
clock 610

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლეგენდარული მოსამართლე, რუთ გინსბურგი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის სიმსივნე გახდა. დაავადებას გინსბურგი რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა.

რუთ გინსბურგი ქალების უფლებების აქტიური დამცველი და გამორჩეული ლიბერალი მოსამართლე იყო. მას ეკუთვნის გადამწყვეტი ხმები მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაწყვეტის დროს, აბორტის უფლებიდან ერთნაირსქესიანთა ქორწინებამდე.

ის აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ყველაზე ასაკოვანი მოსამართლე იყო. გინზბურგი სასამართლოში 27 წლის განმავლობაში მსახურობდა. სასამართლოში ის ბილ კლინტონმა დანიშნა.

მისი შემცვლელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, ხოლო სენატმა - დაამტკიცოს.


close დახურვა