logo
ENG



აშშ-ის შემდეგ მოსკოვის საფონდო ბირჟა დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა

13 ივნ 202417:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/m0an4r5efhjd9m8.jpg

დიდმა ბრიტანეთმა დღეს ათობით ახალი სანქციის შესახებ განაცხადა, რომელიც რუსეთის ომის მანქანის ხელშეშლისკენ არის მიმართული. სანქციების ძირითადი სამიზნე კი მოსკოვის საფონდო ბირჟაა.

ლონდონის განცხადებით, 50 ახალი შეზღუდვა დაარტყამს რუსულის ფინანსურს სისტემას და ასევე იმათ, ვინც კრემლს სამხედრო წარმოებისთვის ამარაგებენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის იქნება უკრაინის გვერდით, ხოლო სანქციები მნიშვნელოვანი ასპექტია რუსული "საბრძოლო მანქანის" შეჩერებისთვის.

"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას სანქციების საშუალებით, რათა შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი საბრძოლო მანქანა. ვლადიმირ პუტინი უნდა დამარცხდეს და მისთვის ხანგრძლივი კონფლიქტის დასაფინანსებლად საჭირო სახსრების შეზღუდვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - თქვა სუნაკმა.

მოსკოვის საფონდო ბირჟის გარდა სანქციების სამიზნე გახდნენ ჩინეთში, ისრაელში, ყირგიზეთსა და თურქეთში დაფუძნებული ერთეულები, რომლებიც რუსეთს ამარაგებენ და ამასთანავე ის გემები, რომლებსაც საბრძოლო აღჭურვილობა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გადააქვთ.

აშშ-მ მოსკოვის მთავარ საფონდო ბირჟას სანქციები 12 ივნისს დაუწესა. ბირჟასთან ერთად შეზღუდვები შეეხო მის რამდენიმე შვილობილ კომპანიას. ეს სანქციები კი მნიშვნელოვნად ართულებს იმ უცხოური ბანკების ოპერირების შესაძლებლობას, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ რუსეთთან ურთიერთობა.


close დახურვა