logo
ENG



აშშ-ის ჩრდილოეთ სანაპიროზე ქარიშხალ იდას 26 ადამიანი ემსხვერპლა

02 სექ 202123:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/02/6520sbj83m6wkjd.jpeg
AP Photo / Mark Lennihan

ქარიშხალ იდას აშშ-ის ჩრდილოეთ სანაპიროზე 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რეკორდული რაოდენობის ნალექმა დატბორა საცხოვრებელი სახლები და გზები. 

12 ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკში. პოლიციის ინფორმაციით, ერთერთი მათგანი საკუთარ მანქანაში გარდაიცვალა, 8 კი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში.

ასევე პოლიციის ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა ნიუ-ჯერსიში, სამი - პენსილვანიის გარეუბან მონტგომერიში. როგორც ცნობილია, პენსილვანიაში ერთი ადამიანი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

ქარიშხალი აშშ-ის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში კარიბის ყურიდან გავრცელდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა აშშ-ის აღმოსავლეთშიც.


close დახურვა